აუდიტორული კომპანია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

გოჩა ლაფაური

გოჩა ლაფაური არის კომპანიის ქონების შეფასებისა და მმართველობითი აღრიცხვის განყოფილების უფროსი. 1993 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი. 1994 წელს გაიარა ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის კურსი ვაშინგტონში (აშშ), 1995 წელს - საბანკო სტატისტიკის კურსი ვენაში (ავსტრია). 1996-1998 წლებში სწავლობდა ოკლაჰომის უნივერსიტეტის ასპტირანტურაში (აშშ). ასპირანტურის დამთავრების შედეგ მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი. 2002 წელს გაიარა მაკროეკონომიკისა და ფინანსური მართვის გაძლიერებული კურსი (ვენა, ავსტრია) და თანამედროვე მაკროეკონომიკის კურსი (ვაშინგტონი, აშშ).

1998-2001 წლებში მუშაობდა ეკონომისტად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობაში, 2001-2002 წლებში _ ეროვნულ ბანკის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2002-2004 წლებში მუშაობდა ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე ბანკების ზედამხედველობის პროექტში (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო). 2004-2006 წლებში სს პროკრედიტ ბანკში ფინანსური დირექტორის მრჩევლის თანმდებობაზე; 2006-2007 წლებში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანმდებობაზე სს ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში; 2007-2010 წლებში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე სს ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში; 2010-2011 სს არქიმედეს გლობალ ჯორჯიას ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.

 

ფლეშ სიახლეები

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი სრულ დაცვას გაგიწევთ საგადასახადო რისკებისგან!







გამოკითხვა

მოგწონთ ახალი საიტი?
 

საიტზეა

 13 სტუმარი