აუდიტორული კომპანია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც აქვთ მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილება, როგორც საგადასახადო შემოწმებაში (აუდიტი), ასევე ფინანსურ, საბუღალტრო აღრიცხვისა და იურიდიულ სფეროში. პრაქტიკული გამოცდილებას თან ერთვის ღრმა თეორიული ცოდნა.

ათწლეულობით მაკონტროლებელ ორგანოებსა (საგადასახადო სისტემა) და კერძო სექტორში (ფინანსური დირექტორი, მენეჯერი, მთავარი ბუღალტერი) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, ასევე საქართველოს კანონმდებლობის ღრმა თეორიული ცოდნა გვაძლევს უფლებას, განვაცხადოთ რომ ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კლიენტის სრულ დაცვას საგადასახადო რისკებისგან, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით საბუღალტრო აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას (მოგება-ზარალის, კაპიტალში მომხდარი ცვლილებების და ფულადი ნაკადების ანგარიშგებებს).

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფის ყველა წევრი უმთავრეს მიზნად მიიჩნევს პროფესიულ განვითარებასა და პროფესიული უნარების მუდმივ სრულყოფას.

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფის ყველა წევრის მუშაობის სტილია:

  • ორგანიზებულობა და აკურატულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების, მართვის უნარი;
  • დასახული მიზნის მიღწევის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სიახლის მაღალი მიმღებლობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალობა;
 

ვლადიმერ ქართველიშვილი

Read more...
 

კოტე გორბატკოვი

Read more...
 

ზურაბ ხაჩიძე

Read more...
 

გოჩა ლაფაური

Read more...
 


ფლეშ სიახლეები

ჩვენი მომსახურების ფასები არის ოპტიმალური, მისაღები ხარისხისა და პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით.







გამოკითხვა

მოგწონთ ახალი საიტი?
 

საიტზეა

We have 7 guests online