სამართლებრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებამდე, სასურველია, ისარგებლოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურებით, რათა წინასწარ მოხდეს შესაძლო რისკების განჭვრეტა. მათი თავიდან აცილება დასაწყისში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სამართლებრივი დახმარების მომსახურება მოიცავს:
- სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შედგენას, ექსპერტიზას, საკონტრაქტო პირობების დადგენასა და სახელშეკრულებლო პირობების შესრულების კონტროლს;
- ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს სამოქალაქო, სამეწარმეო, საგადასახადო, შრომის, მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას;
- წერილობითი სამართლებრივი დასკვნებისა და მემორანდუმების მომზადებას;
- იურიდიული დოკუმენტების მომზადება-ექსპერტიზას, დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას, სათანადო რეკომენდაციების გაწევას;
- ყიდვა-გაყიდვის, გირავნობის, იპოთეკის, ასევე უძრავი ქონების იჯარის, ქირავნობის და ა.შ. გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი პროცდურების ჩატარებას;
- დახმარებას ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით;
- ბიზნესის წარმოების დროს სამართლებრივი და საგადასახადო რისკების ანალიზს;
|