აუდიტორული კომპანია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
სამართლებრივი დახმარება

სამართლებრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებამდე, სასურველია, ისარგებლოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურებით, რათა წინასწარ მოხდეს შესაძლო რისკების განჭვრეტა. მათი თავიდან აცილება დასაწყისში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სამართლებრივი დახმარების მომსახურება მოიცავს:

  • სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შედგენას, ექსპერტიზას, საკონტრაქტო პირობების დადგენასა და სახელშეკრულებლო პირობების შესრულების კონტროლს;
  • ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს სამოქალაქო, სამეწარმეო, საგადასახადო, შრომის, მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას;
  • წერილობითი სამართლებრივი დასკვნებისა და მემორანდუმების მომზადებას;
  • იურიდიული დოკუმენტების მომზადება-ექსპერტიზას, დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას, სათანადო რეკომენდაციების გაწევას;
  • ყიდვა-გაყიდვის, გირავნობის, იპოთეკის, ასევე უძრავი ქონების იჯარის, ქირავნობის და ა.შ. გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი პროცდურების ჩატარებას;
  • დახმარებას ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით;
  • ბიზნესის წარმოების დროს სამართლებრივი და საგადასახადო რისკების ანალიზს;
 

ფლეშ სიახლეები

ჩვენი მომსახურების ფასები არის ოპტიმალური, მისაღები ხარისხისა და პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით.







გამოკითხვა

მოგწონთ ახალი საიტი?
 

საიტზეა

 3 სტუმარი