აუდიტორული მომსახურება |
აუდიტორული შემოწმება კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა. კონტროლი მართვის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და საფინანსო სახსრების მართვის სფეროში რეგულირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების შედეგად იზრდება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის დონე. აუდიტის ამოცანაა-კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პასივების (ინვესტორები, კრედიტები) მოზიდვა, კლიენტების დახმარება და კონსულტაცია. ჩვენი კომპანია ატარებს აუდიტს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IAG-International Auditing Guidelines) მოთხოვნათა დაცვით. აუდიტის შედეგი - აუდიტორული დასკვნაა, დოკუმენტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ასეთ შემოწმებას აწარმოებს და დასკვნა გამოაქვს დამოუკიდებელ პირს. ჩვენი კომპანიის აუდიტორული მომსახურება გულისხმობს, სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციის შემუშავებას, რომლებიც შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების, უზუსტობების გასწორებისკენ არის მიმართული. ის ითვალისწინებს ხელმძღვანელობისათვის კონსულტაციების საშუალებით დახმარების გაწევას აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრისა და დაგეგმვის სფეროში, აგრეთვე რეკომენდაციების მიწოდებას შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით. აუდიტორული მომსახურება გულისხმობს კომპანიის (საწარმოს) გასული პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სრულ ანალიზს. ის მოიცავს:
აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ: დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას, რომლებიც ჩვენ გამოვხატავთ პროფესიულ მოსაზრებას იმის თაობაზე, მომზადებულია თუ არა ფინანსური ანგარიშგება სათანადო საფუძვლის შესაბამისად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მ.შ: თაღლითობის ფაქტებისა და შეცდომების, ნებისმიერი უზუსტობის შესახებ, რომელსაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგებისათვის. |
ჩვენი მომსახურების ფასები არის ოპტიმალური, მისაღები ხარისხისა და პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით. |