აუდიტორული კომპანია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
აუდიტორული მომსახურება

აუდიტორული შემოწმება კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა. კონტროლი მართვის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და საფინანსო სახსრების მართვის სფეროში რეგულირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების შედეგად იზრდება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის დონე.

აუდიტის ამოცანაა-კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პასივების (ინვესტორები, კრედიტები) მოზიდვა, კლიენტების დახმარება და კონსულტაცია.

ჩვენი კომპანია ატარებს აუდიტს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IAG-International Auditing Guidelines) მოთხოვნათა დაცვით. აუდიტის შედეგი - აუდიტორული დასკვნაა, დოკუმენტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ასეთ შემოწმებას აწარმოებს და დასკვნა გამოაქვს დამოუკიდებელ პირს.

ჩვენი კომპანიის აუდიტორული მომსახურება გულისხმობს, სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციის შემუშავებას, რომლებიც შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების, უზუსტობების გასწორებისკენ არის მიმართული. ის ითვალისწინებს ხელმძღვანელობისათვის კონსულტაციების საშუალებით დახმარების გაწევას აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრისა და დაგეგმვის სფეროში, აგრეთვე რეკომენდაციების მიწოდებას შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით.

აუდიტორული მომსახურება გულისხმობს კომპანიის (საწარმოს) გასული პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სრულ ანალიზს. ის მოიცავს:

  • აუდიტის დაგეგმვასა და აუდიტორული შემოწმების პროგრამის შედგენას;
  • კომპანიის (საწარმოს) საბუღალტრო აღრიცხვის მდგომარეობის შეფასებას;
  • სამეურნეო სუბიექტისა და მისი გარემოს შესწავლას და არსებული უზუსტობების რისკების შეფასებას; მათ შორის: ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზს, სახელშეკრულებო ურთიერთობათა ეკონომიკურ და სამართლებრივ ანალიზს;
  • აუდიტორულ მტკიცებულებებსა და დამატებით მოსაზრებებს ცალკეულ საკითხებზე;
  • სააღრიცხვო შეფასებასა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტს;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზს;
  • ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის დეტალურ ანალიზს;
  • საბაზრო წესით ან/და სახელმწიფო შესყიდვების წესით გახორციელებული საქონლის/მომსახურების შესყიდვების ანალიზს, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის ანალიზს;
  • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვის ანალიზს;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის მდგომარეობის შესწავლასა და ანალიზს, ხარჯების ოპტიმიზაციის შესწავლას;
  • საწარმოს კაპიტალში ცვლილებების ანალიზსა და შეფასებას;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტს;
  • ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის ანალიზს და საგადასახადო ვალდებულებათა დაზუსტებას; საგადასახადო ანგარიშგების მდგომარეობის ანალიზს.

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ:

დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას, რომლებიც ჩვენ გამოვხატავთ პროფესიულ მოსაზრებას იმის თაობაზე, მომზადებულია თუ არა ფინანსური ანგარიშგება სათანადო საფუძვლის შესაბამისად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.

დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მ.შ: თაღლითობის ფაქტებისა და შეცდომების, ნებისმიერი უზუსტობის შესახებ, რომელსაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგებისათვის.

 

ფლეშ სიახლეები

ჩვენი მიზანი თქვენი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობაა!








გამოკითხვა

მოგწონთ ახალი საიტი?
 

საიტზეა

 3 სტუმარი