საგადასახადო აუდიტი |
საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის მიერ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ: საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი; აქციზი; ქონების გადასახადი, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები. ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება, შემოწმების შედეგების საფუძველზე დგება კონფიდენციალური ანგარიში ხელმძღვანელობისათვის, სადაც აღწერილია ის დარღვევები, რომელიც გამოვლინდა აუდიტის პროცესში და რეკომენდაციები ამ დარღვევების გამოსასწორებლად. დამკვეთთან აღნიშნული ანგარიშის განხილვის შემდეგ აუდიტორი ეხმარება დამკვეთს გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები (მოაწესრიგოს პირველადი საბუთები, დააზუსტოს დეკლარაციები და ა.შ.) |
ჩვენი მომსახურების ფასები არის ოპტიმალური, მისაღები ხარისხისა და პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით. |