აუდიტორული კომპანია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი პროფესიონალთა ჯგუფია. კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ასრულებს საბუღალტრო, აუდიტორულ და იურიდიულ მომსახურებას.

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი 2010 წელს დააფუძნეს ფინანსურ სფეროში მუშაობის უდიდესი გამოცდილების მქონე პირებმა. კომპანიამ დაარსებიდანვე დაიწყო აქტიური საქმიანობა.

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი თავისი საქმიანობისას ყოველთვის იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. მომსახურების მაღალი ხარისხი ეფუძნება პერსონალის მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას.

კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს საკადრო პილიტიკას, ამიტომაც ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალი პასუხისმგებლობის, მორალური და პროფესიული ეთიკის მქონე კადრებით, რომელთა პროფესიონალიზმს განაპირობებს მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებისა და ღრმა თეორიული ცოდნის თანხვედრა.

კომპანიის გუნდის წევრების გამოცდილება და კვალიფიკაცია, ქართული და დასავლური აზროვნების, მეცნიერული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმა, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნების ინდივიდუალურ აღქმასა და მათ მაქსიმალურ დაკმაყოფილებას.

ჩვენი მიზანი თქვენი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობაა!

 

ფლეშ სიახლეები

ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი სრულ დაცვას გაგიწევთ საგადასახადო რისკებისგან!







გამოკითხვა

მოგწონთ ახალი საიტი?
 

საიტზეა

 4 სტუმარი