ვლადიმერ ქართველიშვილი ვლადიმერ ქართველიშვილი აუდიტისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებას ხელძღვანელობს. მან 1996 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1994 - 2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის შემდეგ განყოფილებებში: საწარმოთა დაბეგვრის, კონტროლის, გადამხდელთა კონტროლის, გადამხდელთა შემოწმებებისა (აუდიტის) და კამერალური შემოწმების განყოფილებებში. 2005-2010 წლებში მუშაობდა BP–ის კონტრაქტორ-ორგანიზაციაში ფინანსურ დირექტორად. ვლადიმერ ქართველიშვილი არის საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი, სერტიფიცირებული აუდიტორი ზოგად აუდიტში (საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ 04.10.2010 წელს გაცემული სერტიფიკატი ზ#5/406). |
ჩვენი მომსახურების ფასები არის ოპტიმალური, მისაღები ხარისხისა და პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით. |